logo_geo
ლატვიაში ეკონომიკის მინისტრი გადააყენეს
- +

13 მაისი. 2021. 13:14

 

 

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა („ახალი ერთობა"), ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი იანის ვიტენბერგსი თანამდებობიდან გადააყენა. ინფორმაციას ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტი ავრცელებს.

 

ეკონომიკის მინისტრის გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ ვიტენბერგსი KPV LV-დან გადავიდა პარტიაში „ეროვნული ერთობა“, რომელიც მმართველი კოალიციის წევრი არ არის.

 

ეკონომიკის ახალი მინისტრის დამტკიცებამდე მის მოვალეობებს სოფლის მეურნეობის მინისტრი კასპარ გერჰარდსი შეასრულებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი