logo_geo
„ასტრაზენეკას“ მოქმედება კიდევ ერთი კვლევით შეისწავლეს. რა დაადგინეს მეცნიერებმა
- +

31 ივლისი. 2021. 17:25

 

 

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად, კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა. „AZD1222-ის ვაქცინის უსაფრთხოება და რეაქტოგენურობა საუდის არაბეთში“, - ასე ჰქვია კვლევას, რომლის ფარგლებშიც, შემთხვევითი შერჩევით, 1 592 აცრილი პირი გამოიკვლიეს, - ამის შესახებ „Arab News“ წერს.

 

კვლევის შედეგების თანახმად, დაკვირვების პერიოდში, რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენა და სერიოზული ინფექცია არ გამოვლენილა.

 

გამოკვლეულთა 34.7%-ის შემთხვევაში, რეაქცია მხოლოდ პირველი ინექციის შემდეგ გამოვლინდა, მეორე დოზის მიღების შემდეგ კი, ცდის არც ერთ პირს არ ჰქონია რაიმე ტიპის რეაქცია.

 

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს უფრო ზუსტად; 30.5% აღენიშნებოდა ტკივილი ინექციის ადგილას, ძვალკუნთოვანი სისტემის რეაქცია კი გამოვლინდა 27.5%-ის შემთხვევაში. ამასთან, დადგინდა, რომ ტემპერატურის მატება კაცებში (62.4%) უფრო ხშირი იყო, ვიდრე - ქალებში (37.6).

 

ინფექცია 0.5%-ის შემთხვევაში გამოვლინდა, თუმცა, არცერთ შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი