2018 წლის მარტში ტურიზმიდან შემოსავალი 237 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 31.3%-იანი ზრდაა. ამასთან, მარტის მაჩვენებელი 2017 წლის სექტემბრიდან ყველაზე მაღალია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშების თანახმად, 2018 წლის იანვარ-მარტში, ტურიზმიდან 561 მილიონი დოლარი შემოვიდა ქვეყანაში.
2017 წელს ტურიზმიდან ჯამში 2.753 მილიარდი დოლარის შემოსავალი შემოვიდა, წელს კი 3 მილიარდის შემოსავალს ელოდებიან.
წყარო - GBC.ge