logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: ნაძირლობაა, რასაც გომელაურის და კობახიძის მიმართ აკეთებენ!
- +

14 აგვისტო. 2023. 20:21

 

 

ნაძირლობაა, რასაც ბოლო ორი დღეა, ვუსმენ!

 

მეტიც - გულისამრევია!

 

ჯერ იყო და კახი კალაძეს და ირაკლი ღარიბაშვილს მისდგნენ სვავები, ახლა კი  ვახტანგ გომელაური და ირაკლი კობახიძე ამოიღეს მიზანში და მიზანმიმართული ბოროტებითა და წინასწარ დაგეგმილი პროვოცირებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

არდა, გომელაურმაც გასაგებად ახსნა ყველაფერი ( უკვე მერამდენედ!) და ირაკლი კობახიძემაც გამომწვევად(!) დასმულ შეკითხვასაც მაქსიმალური კორექტულობით გასცა პასუხი.

 

შევთანხმდეთ მთავარში: ორი ნაბიჯიც რომ გადაედგა დავით ჯელაძეს იმ ტალახში და თუნდაც ბავშვის გარეშე, ესეც ვაჟკაცობა და გაბედული ნაბიჯი იქნებოდა მისი მხრიდან და მითუფრო, როცა კისერზე მოხვეული ბავშვით სასწაულები აკეთა და უფლის შეწევნით შეძლო სამშვიდობოს გასვლა, - გმირობაა და ამას სხვა სახელი არა აქვს!

 

დიახ, გმირობაა!

 

ისეთივე გმირობაა, როგორც ჭუბერის გავლა ირმა ინაშვილისთვის და როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ყოველი გამოსვლა და ნაცებისთვის სიმართლის პირში მიხლა!

 

ისეთივე გმირობაა დავით ჯელაძის საქციელი, როგორც მირიან ჭელიძისა, - იმ პოლიციელისა, ნერვიულობით და ემოციებით სავსეს გული რომ გაუსკდა ამ რამდენიმე დღის წინ.

 

გმირობაა იმ მამის სიცოცხლეც(!), მეუღლე და ორი შვილი რომ გარდაცვლილი იპოვა და მესამეს ეძებს დაკარგული შვილის თოჯინით ხელში!

 

დიახ, ისეთი გმირობაა, უცრემლოდ რომ ვერ აღიქვამ!

 

მეტიც: გმირობაა იმ უბედურების წუთებში, შოვში, იმ ჯოჯოხეთის ჟამს მყოფი თითოეული მოქალაქის ყოფნაც და გადარჩენისთვის ნებისმიერი ფორმით ბრძოლაც!

 

მაგრამ ნაძირლობაა, რასაც გომელაურისა და კობახიძის მიმართ აკეთებენ და ამბობენ ე.წ. ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკანები.

 

ნაძირლობაა, როცა სტიქიურ უბედურებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ და ყველაფერზე აწერ ხელს!

 

ნაძირლობაა, როცა გომელაურის ინტერვიუს ისე ამონტაჟებ, როგორც შენ გაწყობს და გგონია, რომ 21-ე საუკუნეში მხოლოდ შენი დამონტაჟებულის იმედადაა მთელი ქვეყანა.

 

ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ ასაკრძალი პარტიის მხარდამჭერი სექტისთვის: ორთაჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს სააკაშვილის მილანური შოპინგები მოინელეთ ჯერ და არც ის დაგავიწყდეთ, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე როგორ თხრიდა ცხვირით გორის მიწას თქვენი მთავარსარდალი!

 

მამუკა მდინარაძემაც ახსნა ძალიან კარგად და თუ კითხვა გინდათ, წაიკითხავთ!

 

მაგრამ, არა!

 

თქვენი მიზანი სწორედ ესაა: დაძაბულობის შეტანა და შუღლის გაღვივება, სიბინძურეების შეთხზვა და მერე ამავე სიბინძურეების საზოგადოებისთვის დამაჯერებლად მიწოდება.

 

ვაღიარებ, კარგად გამოგდით, მაგრამ მთავარი გავიწყდებათ: არც ჩვენ გვძინავს და არც ჩვენ ვეძებთ სიტყვებს ჯიბეში.

 

დამთავრდა ის დრო, როცა ვდუმდით და თქვენი გაკეთილშობილების იმედით ვარჩევდით სიტყვებს.

 

დასრულდა ოკუპანტებისთვის უკანალმიშვერილებისა და მათი სექტის თარეში!

 

ყველას გაეცემა პასუხი!

 

ყველაფერზე!

 

აქვე, მამუკა მდინარაძის კომენტარსაც გთავაზობთ და მიმაჩნია, რომ ყველასთვის გასაგებ ენაზე ახსნა სათქმელი.

 

გარდა სექტისა, რა თქმა უნდა...

 

"გამორიცხულია არსებობდეს ადამიანი, რომელსაც, იმ დროისათვის, შველა ჭირდებოდა და ვერ უშველეს! არ დასტურდება არც ერთი ფაქტი, რომ ვინმეს მათი შველა ჭირდებოდა და ტექნიკის უქონლობის ან რაიმე ხარვეზის გამო ეს ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, უდიდესი სტრესი გადაიტანეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც მაშველების და ვერტმფრენების მისვლამდე მოუწიათ ჯერ სტიქიასთან ბრძოლა, შემდეგ დალოდება. თან არ იცოდნენ, განმეორდებოდა თუ არა მასის ჩამოწოლა და როგორც ყვებიან, იყო წარმოუდგენელი პანიკა… რაც შეეხება დავით ჯელაძეს, რომელმაც ბევრი იბრძოლა თავისი ოჯახის წევრების, თავისი დისშვილის გადარჩენისათვის... ჟურნალისტმა დღეს ირაკლი კობახიძეს (ტელეფონში) აჩვენა ფოტო და დაუსვა კითხვა მასთან დაკავშირებით. მიუთითა ჯელაძისა და მისი დისშვილის გადაადგილების სავარაუდო ტრაექტორია, სადაც ჩამოწოლილი მეწყერის, ტალახის სიმაღლე ზოგ ადგილას 3-4 მეტრსაც კი აღწევდა. შესაბამისი იყო რესპონდენტის რეაქციაც, თუმცა ირაკლი კობახიძემ იქვე თქვა, რომ ეს გადასამოწმებელი, დასაზუსტებელია და ვერაფერს იტყოდა ამ ფოტოსთან, შესაბამისად მითითებულ ტრაექტორიასთან დაკავშირებით. სტიქიის შედეგებთან ერთად ტრაგედიით მოსარგებლეების მიერ გავრცელებულ სიცრუეს თუ მანიპულაციებსაც ვებრძვით. მანიპულაციებს, რომლებმაც, ცალკეულ შემთხვევებში, სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების ნაწილზეც იმოქმედა… ასეთ დროს ხდება ხოლმე გაერთიანება, ტრაგედიის შედეგების აღმოფხვრაზე კონცენტრირება, თუმცა ჩანს, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მცირე პოლიტიკური დივიდენდებისთვის უკადრებელი იკადრონ.

 

მათ შევახსენებ, როგორც წესი, განსაკუთრებით გამორჩეული ერთეულების გარდა, პოლიტიკოსები ხალხს მალე ვავიწყდებით, ხოლო გმირობის და სიკეთის სამაგალითო ისტორიები საუკუნეებს უძლებს!"

 

 

big_banner
არქივი