logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: 11 წელია, რაც ქართველმა ერმა არჩევანი გააკეთა!
- +

1 ოქტომბერი. 2023. 15:19

 

 

ზოგი ქულებს ითვლის,

 

ზოგი „ლაიქებს“ სოციალურ ქსელში,

 

ზოგი კომენტარებს სხვების სტატუსებზე,

 

ზოგი - რას და ზოგი - რას...

 

მე წლებს ვითვლი.

 

წლებს ვითვლი, როდესაც ერთი ადამიანის უდიდესი დამსახურებითა და ძალისხმევით და ქართველი ხალხის ერთობით ფაშიზმი დამარცხდა საქართველოში!

 

*****

წლებს ვითვლი და აგერ, უკვე თერთმეტი წელია, რაც ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებითა და ქართველი ხალხის ერთობით სააკაშვილისა და მერაბიშვილის, ადეიშვილისა და ახალაიების, უგულავასა და  კალმახელიძის, გაბაშვილისა და რურუას,   ბობოხიძისა და მეგის ქარდავას, ბოკერიასი და ლევან რამიშვილის, გივი თარგამაძისა და კეზერაშვილის ფაშიზმი დამარცხდა საქართველოში!

 

*****

წლებს ვითვლი, როდესაც მართლა თავისუფალია ქართული მედია და არც ოფისს გირბევენ უგულავას ბრძანებით და არც კიბეებიდან გაგდებენ იარაღის კონდახით მერაბიშვილის განკარგულებით.

 

*****

 

არც ტელეეთერებში გივარდებიან გაზულუქებული პრეზიდენტის ბრძანებით და არც ახალჩამოყრილი გაზეთის ტირაჟს გიჩერებენ მათთვის არასასურველი მასალის ამოღების მიზნით ადეიშვილის განწყობის შესაბამისად.

 

*****

 

არც გამომცემლობას გართმევენ და არც გადაცემებს გიხურავენ მიშას გებელსის ბოკერიას დავალებით.

 

*****

 

წლებს ვითვლი და აგერ უკვე, მეთერთმეტე წელი გავიდა ფაშიზმის დამარცხებიდან.

 

მეთერთმეტე წელი გავიდა, რაც ზონდერ-ბრიგადების რეჟიმი დასრულდა და ახლაც, მათი ხავილის მიუხედავად, დაბრუნების შანსი უფრო და უფრო ეკარგებათ.

 

დაბრუნების კი არა, ერთმანეთს ეძებენ უკვე ხელის ცეცებით და ის დღეც არაა შორს, ჰიტლერის ფაშისტური პარტიის მსგავსად, ისტორიის სანაგვეზე მოისროლოს ქართველმა ერმა სააკაშვილისა და ახალაიების სისხლიანი მემკვიდრეობა.

 

*****

 

დიახ, თერთმეტი წელია, რაც ქართველი მუსოლინის რეჟიმი დამარცხდა!

 

*****

არადა, რუმინული კომუნისტური მოძრაობის დიქტატორი ლიდერისგან განსხვავებით, (რომელსაც საკუთარმა ხალხმა გამოუტანა განაჩენი), ოროთახიან სამედიცინო აპარტამენტშია განთავსებული ქართულ ეკლესიაზე და წმინდა გიორგიზე მოქირქილე ქართველი ჩაუშესკუ, რომელიც, გარემოებათა გამო და ქართული სახელმწიფოს ხელისუფლების ძალისხმევით, სწორედ ქართველი ერის გამარჯვების დღეს, 1 ოქტომბერს აღმოჩნდა ციხეში.

 

არადა, მიხეილ სააკაშვილისთვის ესეც ბედის ირონიაა ერთგვარი.

 

*****

ერთიცაა: ქართველი ერის თერთმეტწლიანი გამარჯვება ვერ მოუნელებიათ ადოლფ ჰიტლერის იდეურ მემკვიდრეებს და გორის მიწაზე გართხმული საკუთარი ბელადის მსგავსად, დღემდე მორიგ პროვოკაციებს გეგმავენ და აწყობენ ქვეყნის საზიანოდ.

*****

 

შეგეშალათ!

 

ირაკლი ღარიბაშვილი ბორმანი არაა და არც ვახტანგ გომელაური და გიორგი ლილუაშვილი არიან ფიურერის გებელსები!

 

არც ირაკლი კობახიძეა ფრანკოს მემკვიდრე და არც კახი კალაძეა ენვერ ხოჯას გზის გამგრძელებელი!

 

*****

ქართველი ერის გზა გამარჯვების გზაა!

 

სწორი არჩევანის გაკეთების გზაა და ვთქვათ პირდაპირ:  2012 წლის 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ბრძოლამ და „ქართული ოცნების“ ძალისხმევამ სამართლიანი და კონსტიტუციური არჩევანის საშუალება მისცა ქართველ ხალხს.

 

2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ერმა არჩევანი უკვე გააკეთა!

 

 

big_banner
არქივი