logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: პრემიერის სატელევიზიო ინტერვიუს კვალდაკვალ...
- +

29 სექტემბერი. 2023. 01:14
 
პრემიერმა მნიშვნელოვანი რამ თქვა და საინტერეაოა, ყურადღებას თუ მიაქცევენ ე.წ. "მედიები".
 
 
"სააკაშვილის დედის და ბენდუქიძის უნივერსიტეტებმა სტუდენტებისთვის დავალიანების განულებაზე უარი თქვეს!" - თქვა პრემიერმა და საინტერესოა, ე.წ. "კრიტიკული" ტელევიზიები თუ გაბედავენ კითხვის დასმას თუნდაც ქალბატონი გიულისთვის...
 
 
 
აბა, სხვას ვის ჰკითხონ, ვის შესჩივლონ, "ბენდუქიძე მკვდარია"...
 
 
▪️
სხვათაშორის, პრემიერმა კიდევ ბევრი რამ თქვა დღეს ყურადსაღები...
 
 
▪️
საინტერესოა, თუ გაბედავენ და თუნდაც მერაბიშვილს თუ ჰკითხავენ, მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, ღმერთმა დაგვიფაროს და, - თბილისი რომ ბუჩას დაემსგავსებოდა და ქუთაისი მარიუპოლს, თავად მერაბიშვილი წითელი ხიდისკენ მარტო გაიქცეოდა თუ ხაბეს მოიკიდებდა ზურგზე?
 
 
▪️
მართლა მაინტერესებს, საზოგადოებრივი მისაღები რომ გაუხსნა სოფო ჯაფარიძემ "ვივა-მედის" მისაღებში მიხეილ სააკაშვილს, "მთავარი არხის", "ფორმულას" ან "ტვპირველის" თუნდაც ერთი ჟურნალისტის მიერ, თუნდაც ფორმალურად, იყო თუ არა შეგზავნილი კითხვა სააკაშვილის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარული და პირადი მიზნებისთვის და გართობისთვის გამოყენებული 14 მილიონის თაობაზე...
მე გეტყვით.
 
 
არა!
 
 
არა, რადგან ე.წ. "ჟურნალისტები" არ არიან ჟურნალისტები.
ისინი ერთი კონკრეტული პარტიის ან მისი ანასხლეტი ორგანიზაციების პიარ-ჯგუფის დაქირავებული თანამშრომლები არიან და ესაა სიმართლე!
 
 
დიახ, სააკაშვილს არავინ და ვერავინ გაუბედავს ამ კითხვების დასმას!
 
 
ეშინიათ და იმიტომ!
 
 
აბა, მე კი ვიხვეწები რამდენიმე თვეა მასთან ინტერვიუს ჩაწერას და მარტო შალვა ხაჭაპურიძე ვერ მშველის.
 
 
 
ვერც ვანო მერაბიშვილმა გამოიჩინა მამაცაშვილთან პირისპირ შეხვედრის სიმამაცე და - "ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია..."
 
 
▪️
საინტერესოა, გაბედავენ თუ არა "კრიტიკული" აზროვნების მქონე ტელევიზიები კეზერაშვილისთვის კითხვის დასმას - რა გზებით გახდა მილიარდერი და ბოლო-ბოლო, რამდენი მოპარა ქართულ ჯარს?
(ევროპელ პენსიონერებზე მერე ვიდარდოთ, ევროკავშირის წევრები რომ გავხდებით)
 
 
▪️
გაბედავენ თუ არა კრიტიკული ტელეარხები მიკროფონის მიშვერას ბატონი ქადაგიძისთვის და იმ კითხვების დასმას, ქართველ საზოგადოებას რომ აინტერესებს მისი საბანკო აფიორების შესახებ...
 
 
▪️
არ ვიცი, რამდენად აქვთ "კრიტიკული" დღეები ნაციონალური მედიის ბოსებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს რომ ნამდვილად არ აქვს რომაული არდადეგების განწყობა, ფაქტია...
 
 
და საინტერესოა, გაბედავენ თუ არა თუნდაც ქალბატონი ზურაბიშვილისთვის კითხვის დასმას "კრიტიკული" მედიის წარმომადგენლები და ერთადერთ კითხვას თუ შებედავენ - რამდენად ჯდება ზნეობის ჩარჩოებში ქალბატონი პრეზიდენტის ვოიაჟები და ამ ვოიაჟების ფარგლებში გადადგმული მისი ნაბიჯები?!
 
 
დიახ, ზნეობის, რადგან, ილიას თუ დავეყრდნობით, მოგეხსენებათ, "ქაღალდის გარდა არსებობს კიდევ სინდისი!"
 
 
▪️
საინტერესოა, ე.წ. მედიის წარმომადგენლები საკუთარ "კოლეგებს" მაინც თუ შებედავენ კითხვის დასმას, რამდენად კანონიერი იქნება მათსავე კაბინეტებში ვინმე ტვინგადაბრუნებულმა "მოლოტოვის კოქტეილები" რომ შეუგდოს?
მიუხედავად იმისა, რომ მათივე რწმუნებით - კონსტიტუცია არ კრძალავს თურმე "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენებას?!
 
 
 
▪️
და თუნდაც, - ოჯახურ ძალადობაზე თუ რიგითი მოქალაქეც ისჯება, რითია გამორჩეული ვინმე ლაზარე, (რომელმაც საკუთარ მამას დუნდულებში ბასრი დანა აჯახა), რომ მას სასჯელი არ შეეხოს?
 
 
წითელი კვერცხია?
 
 
მამა აბრამის ბატკანია?
 
 
რა "მოხელე - ნაჩალნიკია"?
 
 
▪️
მოკლედ, "კრიტიკული" მედია კრიტიკულ დღეშია...
 
 
კითხვებიც არსებობს, ადრესატებიც, რომლების რეალურად მათივე გავლენის "ბოსები" არიან და უბრალოდ, გაბედულება აკლიათ...
 
 
აბა, ბენდუქიძე რომ ცოცხალი იყოს და თუნდაც ეს კითხვები დაესვათ მისთვის, შარშანდელი თოვლივით გაქრებოდნენ "პროფესიული" ორბიტიდან...
 
 
▪️
ასეა თუ ისეა, ღარიბაშვილის პასუხებმა ახალი თავსატეხი გაუჩინა ყველას.
 
 
▪️
დიახ, ნებისმიერი მცდელობა ქვეყნის არევისა აღკვეთილი იქნება კანონის დონეზე!
დიახ, ვერ დაარღვევენ მშვიდობას.
 
 
▪️
და ისევდაისევ მერაბიშვილის საბედნიეროდ, აღარც მერაბიშვილს მოუწევს ხაბეიშვილის მოკიდება ზურგზე და წითელი ხიდისკენ გაქცევა...
 
 
 
big_banner
არქივი