logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: ამბავი პრემიერის ღირსეული ფრაზისა და მჩხავანა კატებისა!
- +

23 სექტემბერი. 2023. 13:58

 

 

უკანასკნელ ქრონიკებს ჩავუჯექი.

 

გაეროს სხდომაა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ელოდება საზოგადოება.

 

ელოდებიან იქაც და აქაც.

 

ელოდებიან იმედითაც და ზოგან - ნიშნისმოგებითაც.

 

ნიშნისმოგება ვახსენე და გეტყვით - მე ჩვენი ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მახსენდება.

 

პოლიტიკური კი არა, უფრო გამართული გრამატიკული ქართულით თუ ვიტყვით,

 

მოღალატეობრივი სულისკვეთებით გამსჭვალული სპექტრი.

 

ნეტავ ბევრ მათგანს არ ვიცნობდე მაინც.

 

ნეტავ ჩემი ჟურნალისტური გამოცდილებიდან გამომდინარე, არ ვიცოდე მაინც, უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში ვინ რითი "სუნთქავს" და როგორც სააკაშვილისთვის "შადრევან პირველის" შემრქმევი ჯანსუღ ჩარკვიანი იტყოდა - "ვისი ვიოლინო ვის როიალშია"...

 

გადახედეთ სიას და რამდენ ბონია მეწისქვილესაც, გიგლა ბერბიჭაშვილსაც და იასე ფალავანდიშვილსაც წააწყდებით ამ სიაში, იმდენი სიკეთე ჩვენ.

 

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მალიმალ კონსტიტუციას არღვევს და თხრის, სადაც არ უნდა გათხაროს.

 

და რომელიც, თავისდა საბედნიეროდ, წითლიძის გარდა, გია ხუხაშვილსაც შეხვედრია რამდენიმე დღის წინ.

 

გია ხუხაშვილი, რომელიც აღმოჩნდა აბსოლუტურად უთავმოყვარეო და ბინძური ჭორიკანა.

 

დეტალებზე საუბარს ჩემგან ნუ ელის.

 

საკუთარი გამოცემული წიგნი გადაიკითხოს ხელახლა.

 

ნიკა გვარამია, რომელიც დაინტერესებული პროკურორის როლიდან დღემდე ვერ გამოსულა.

 

და რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ნაცების პარტიული ლიდერობისთვის და ხაბეიშვილის გვერდზე გასაწევად ემზადება წინასაარჩევნოდ.

 

ნიკა მელია, რომელიც ხაბეიშვილის ჯიბრით, პროვოკაციებს არ ერიდება და "რუსული კულტურის ნაწილის", უფროსი ვაშაძის მსგავსად, ქვეყნის სადარაჯოზე მდგარ პოლიციელებს ღიად და დაუფარავად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფებს.

 

ხაბეიშვილი, რომელიც უბრალოდ - მასხარაა.

 

და რომელზეც სერიოზულად წერა არასერიოზულია.

 

პარლამენტარ ნაცქალთა გილდია, რომლებმაც მიუხედავად საკუთარი პოლიტიკური გამოცდილებისა, არ იციან "ნახუი" ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე.

 

დედას გიჟი, რომელმაც ასამდე დაავადება "დაამარცხა" და ახალი ბრძოლებისთვის "ემზადება" სოფო ჯაფარიძის სახელობის მისაღებიდან.

 

გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ბოლომდე ვერ ნახა ფილმი "როგორ მოვიპაროთ მილიონი".

 

გიგა ბოკერია, რომელსაც მუდმივად ექნება საამაყოდ ნანა ალექსანდრიას შვილობა და სასირცხვილოდ - გიგაბოკერიობა.

 

და რომელიც მუდმივად კარდინალი რიშელიეს როლის მორგებას ცდილობს.

 

არადა, გიორგი ვაშაძისგანაც აღარ განსხვავდება.

 

გიორგი ვაშაძე, რომელსაც ბავშვობაში, უბრალოდ, დასარტყამი ინსტრუმენტობა უნდოდა და სურვილი ახლა აიხდინა.

 

და რომელიც ისეთებს ბოდავს იარაღის ძალით ხელისუფლების შესაძლო დამხობაზე, ჯაბა იოსელიანი ცოცხალი რომ იყოს, ბეპაევის ტანკზე საქორწილო თოჯინასავით შემოსვამდა.

 

ანი წითლიძე, რომელიც, საუბედუროდ, მხოლოდ ანი წითლიძეა და ესეც ეყოფა, ჩვენ რომ აღარ დავუმატოთ.

 

და რომელიც გულწრფელად იმსახურებს მარადიულ ჯილდოდ ფრაზას - "გადი, ქალო, იქით!"

 

ლიაკა ხოშტარია, რომლისთვისაც ეროვნული ღირებულებები "უმნიშვნელოვანესია", და განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთიდან თანხა ერიცხება.

 

ის რამდენიმე მამალი "ნაცი", რომლებიც დღესაც რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც ჯიბის გასასქელებლად ხშირად დაფრინავენ "მოსკოვებში" და მაინცდამაინც თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე ახსენდებათ, რომ რუსეთი ოკუპანტია.

 

"კოკა-კოლას" თლა უფროსი ჭყონია, რომლისთვისაც, რომ ჰკითხოთ - რუსეთის ბაზარი მიუღებელია, მაგრამ საკუთარი ნაწარმის სარეალიზაციოდ მხოლოდ სახაროვის სამშობლოშია ფულის კეთება მოსახერხებელი და ბარაქიანი.

 

იმ სახაროვისა, რომლისთვისაც საქართველო უქართველებოდ იყო ყველაზე მისაღები.

 

აკაკი ბობოხიძე, რომლისთვისაც უკვე ზედმეტია და მეტიც, - უღირს ქმედებებშია შემჩნეული "დედას გიჟი" მიხეილი და რომლისთვისაც მზე აღარ ამოდის სააკაშვილის ფანჯრებიდან.

 

და რომელსაც, როგორც ამბობენ, - ზვიად გამსახურდიას დამხობაში იარაღით მონაწილეობა ხახვივით შერჩა და ბევრის მსგავსად, ქვეყანამ ბოლომდე არ იცის მისი "დამსახურებები".

 

გია ბარამიძე, რომელიც ბოლო დროს, ლიზა იასკოს და სანდრა რულოვსის მსგავსად, - თვალსაწიერიდან გაქრა...

 

მამუკა ხაზარაძე, რომელიც, უბრალოდ, დოსტოევსკის რომანის მთავარი სათაურია.

 

მეტს ნუ დამაკონკრეტებინებთ.

 

თავად უკეთ უწყის.

 

"კოლამბია პიქჩერსის" მთავარი გადამღებ-გამხმოვანებელი ჯგუფი, რომლებსაც 2011 წლის 26 მაისის დარბევა (ნაჩუქარ მანქანებში მსხდომთ) არ დაუნახავთ და რომელთათვისაც პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო დაკავებული მელია და მისი "მთავარი დამრტყმელი ძალა" კუპრავა მერაბ კოსტავაზე მეტად წამებული გმირები არიან.

 

ბაია პატარაია, რომლისთვისაც სხვისი ჭირი ღობის ჩხირია. და რომლისთვისაც, მთავარია, რომ "მისი ფუჩუ მისია".

 

მაღალ მატერიებზე საუბარი ხომ ზედმეტია?!..

 

სია ისეთივე გრძელია, როგორც სააკაშვილის მიერ, ავადსახსენებელ ცხრა წელში, რუსეთისთვის გადაცემული სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი.

 

უდელი ვანო, რომელსაც თუ ჭკუა "ეყო" და თუ კარგად დაფიქრდება, მიხვდება და გაახსენდება, რატომ მოხვდა ხინკლით სავსე მაგიდიდან პირდაპირ ციხეში მისთვის "ხერხემლის" სტატუსის მიმნიჭებელი.

 

საუბედუროდ, ასეთი ინდივიდების სია მართლა გრძელია.

 

და საბედნიეროდ, მათი ხმა საკუთარ პარტიებშიც აღარაა გადამწყვეტი, არათუ ქვეყანაში.

 

ქვეყანა ვახსენე და აქვე გეტყვით: რა აერთიანებთ ზემოთ ჩამოთვლილ ყორღანაშვილებსა და კოლექტიურ ანიწითლიძეებს, იცით?!

 

მათთვის, თითოეული მათგანისთვის საქართველო არის ქვე - ყ ა ნ ა, ხოლო ქართველი ერი - ბ რ ბ ო.

 

"მე წარმოვადგენ საქართველოს - ძლიერ ერს!" - არადა, გაეროს ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს პრემიერის მიერ ნათქვამი მხოლოდ ეს ერთი, ღირსეული ფრაზაც კი აბსოლუტურად საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ზემორე ნაძირლების "მაიდანი" დამთავრებულია!

 

დიახ!

 

ქართველი ერი ძლიერია და ძლიერი ერის მოკავშირე ღმერთია!

 

ღმერთთან ბრძოლა კი მჩხავანა კატების მოგებით არასდროს დამთავრებულა!

 

 

 

big_banner
არქივი