logo_geo
სააკაშვილის (გა)ფრენები და ფარული ვოიაჟები!
- +

17 სექტემბერი. 2023. 23:32

 

 

თავდაცვის ბიუჯეტიდან ფარულად ფინანსდებოდა მიხეილ სააკაშვილის და მისი ახლო გარემოცვის ვოიაჟები და გართობა. ბორტის სტუმრები ხშირად იყვნენ სოფიო ნიჟარაძე, მარიამ საჯაია, თინათინ ბოკუჩავა, დედა - გიული ალასანია, ბიძა - თემურ ალასანია. იფარებოდა სააკაშვილის ბებიის, მზია წერეთლის, თამარ ჩერგოლეიშვილის, მისი პრესპიკერის, მანანა მანჯგალაძის, თეა ცეცხლაძის და ედუარდ სააკაშვილის მგზავრობის ხარჯებიც. მგზავრობდნენ ისეთ ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც ოფიციალურად ვიზიტები არ განხორციელებულა. მაგალითად ნიცა, ლას-პალმასი,ზანდერი, კუსკო, ბერმუდა, ნორტჰოლდი, ბელგიის სამებო, არაბეთის გაერთიანებული საიმიროები, იტალია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ესპანეთი. ასევე რეისი თბილისი-საფრანგეთი-კოლუმბია-თბილისი, თანმხლები პირები პეტრე ცისკარიშვილი, ალანა გაგლოევა.

 

როდესაც არავითარი შეხვედრები არ ხდება, ვთქვათ ნიცაში ან პალმა დე მალიორკაში, რაზეა ლაპარაკი? ჩაფრინდებოდა ბათუმში, ბათუმიდან გაფრინდებოდა ნიცაში, ნიციდან გაფრინდებოდა ლონდონში“, - ამბობს გაიაშვილი და დასძენს, რომ ეს ვიზიტები არ ყოფილა სახელმწიფო დანიშნულების.

 

 

 

big_banner
არქივი