logo_geo
თორნიკე რიჟვაძემ დედის დღე ახალშობილი ტყუპის დედას მიულოცა
- +

3 მარტი. 2024. 12:58

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, დედის დღე ახალშობილი ტყუპის დედას მიულოცა.

 

ახალშობილები პროგრამა „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ ფარგლებში დაიბადნენ.

 

პროგრამა აჭარაში 2022 წლის ივლისში ამოქმედდა და მისი მიზანი უშვილო ოჯახების რიცხვის შემცირება და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესება იყო.

 

პროგრამის ფარგლებში, დაიბადა 16 ახალშობილი, ამჟამად  ორსულადაა 14  ქალი.

 

აღნიშნულ ოჯახებს აჭარის მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან   დამატებით მედიკამენტების, ბავშვთა მოვლისა და კვების ვაუჩერები გადაეცა.

 

2024 წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და გაფართოვდა მოსარგებლეთა წრე. პროგრამით სარგებლობა შეუძლია 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებო სკოლების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს.

 

big_banner
არქივი