logo_geo
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, კიდევ 17 სტუდენტი გააგრძელებს სწავლას ევროპისა და ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
- +

16 აგვისტო. 2023. 14:15

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პროგრამა „სწავლა საზღვარგარეთ“ კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა.

 

პროგრამა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2014 წლიდან ხორციელდება. სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის მიზანია ნიჭიერი კადრების აკადემიური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. გამარჯვებული სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, ლიეტუვას, ფინეთის, ესპანეთის, ესტონეთის და ჩეხეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორიცაა - კემბრიჯის უნივერსიტეტი,   ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტი, გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტი, დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი.

 

თორნიკე რიჟვაძემ გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და ხარისხიანი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აჭარის მთავრობის მეთაურის ინიციატივით შეიქმნება კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროგრამის მონაწილე  ახალგაზრდების თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.

 

2023 წელს „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობდა 33 კონკურსანტი, რომელთაგან გამოვლინდა 17 გამარჯვებული. 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი და სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

 

 

big_banner
არქივი