logo_geo
სერგი ხიდეშელი: სტიქიის ზონაში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
- +

17 აგვისტო. 2023. 11:24

 

 

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მდინარე ჭანჭახთან უკვე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. არსებობს ვარაუდი, რომ 3 აგვისტოს სტიქიის შემდეგ დაკარგულთა ნაწილს, შესაძლოა სწორედ მდინარის კალაპოტში მიაკვლიონ. ონის მერის, სერგი ხიდეშელის თქმით, დღესვე გაიმართება შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

 

„საძიებო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ გლოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გავმართავთ, რა დროსაც ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ისაუბრებენ იმაზე თუ რამ გამოიწვია სტიქია, ასევე იმაზე თუ რა გააკეთეს, რაზე იმუშავეს, რა ეტაპზე არიან და გასცემენ პასუხს ყველა იმ კითხვაზე, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება.

 

რაც შეეხება სამუშაოებს, სტიქიის ზონაში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე სამუშაოები გრძელდება მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტში. მათ შორის, სამუშაოები მძიმე ტექნიკის დახმარებით გრძელდება“, - განაცხადა ხიდეშელმა.

 

 

big_banner
არქივი