logo_geo
ბაკურ ავსაჯანიშვილის განცხადებით, ყაზბეგში მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, თუმცა მოსახლეობას პრობლემები არ შეჰქმნია
- +

19 აგვისტო. 2023. 11:26

 

 

მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა. თუმცა ღვარცოფი არ ჩამოწოლილა, - განუცხადა „ქრონიკას“ ყაზბეგის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

 

„რამდენჯერმე მოვისმინე, თითქოს თარგმანის მიმდებარედ გამოვიდა ადიდებული მდინარე, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს არ არის მდინარე, ეს არის კლდიდან გამოსული პატარა წყალი, რასაც შემდეგ წვიმის დიდი ნალექი დაემატა. ამან გამოიწვია ღვარცოფული ნაკადის გამოსვლა. ველოდებით გეოლოგების საბოლოო დასკვნას და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ამ ეტაპზე მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დაბა სტეფანწმინდაში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას და დამცავი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

 

 

big_banner
არქივი