logo_geo
ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ინიციატივით, საფეხბურთო კლუბ "მერცხალს" სპორტული ინვენტარი გადაეცა
- +

22 აგვისტო. 2023. 12:35

 

 

ოზურგეთის "მერცხალის" ფეხბურთელებს, ვაკო ყაზაიშვილის ინიციატივით, დამატებითი სათამაშო ეკიპირება და სპორტული ინვენტარი, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ და კლუბის ხელმძღვანელმა, ჯონი კალანდაძემ გადასცეს.

 

მადლობას ვუხდით ვაკოს ამ ინიციატივისთვის, მშობლიური კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის 1 წრის შეხვედრებში “მერცხალმა” წარმატებით იასპარეზა. გუნდი, მეორე წრის მატჩებს 29 აგვისტოდან განაახლებს. 

 

წარმატებებს ვუსურვებ საფეხბურთო კლუბ "მერცხალს" - ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და მის ხელმძღვანელს!“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

 

 

 

big_banner
არქივი