logo_geo
ქუთაისში მაღაზიათა ქსელის საწყობში ხანძარი გაჩნდა
- +

27 აგვისტო. 2023. 12:13

 

 

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, მაღაზიათა ქსელ „ჯიბეს“ საწყობში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ადგილზე მათ აფეთქების ხმაც გაიგონეს. პერიმეტრზე ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანებაა, ადგილზე კი სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

ასევე უცნობია, შემთხვევას შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე.

 

 

big_banner
არქივი