logo_geo
ბუდუ ზივზივაძე: ყველანი ამაყები ვართ, რადგან საქართველო გავაბედნიერეთ
- +

29 მარტი. 2024. 20:27

 

 

„ყველანი ამაყები ვართ, რადგან საქართველო გავაბედნიერეთ. საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი გადავშალეთ", - ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდე ზივზივაძემ განუცხადა.

 

ფეხბურთელმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და გამარჯვების დღეს, რესპუბლიკის მოედანზე მისი ცეკვა გაიხსენა.

 

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო. ისეთი რთული თამაშ იყო, მათ გარეშე გამარჯვება გაგვიჭირდებოდა. ისეთ ემოციებში ვიყავი, რესპუბლიკის მოედანზე რომ ვცეკვავდი, ვერ შევამჩნიე ჩემი თანაგუნდელები როდის წავიდნენ, რომ გავიხედე მარტო აღმოვჩნდი სცენაზე. რამდენჯერ დავაპირე სცენიდან გასვლა, იმდენჯერ მისამღერი ირთვებოდა და იმდენად გახარებული ვიყავი, ისევ სცენაზე ვბრუნდებოდი“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.

 

26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართვას.

 
 
 
big_banner
არქივი