logo_geo
გიორგი ლორია: როდესაც ხალხი მინდორზე გადმოვიდა, ბოლომდე ვერ გავაცნობიერე ეს ყველაფერი
- +

29 მარტი. 2024. 21:21

 

 

მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს წარმატება. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, ნაკრების წარმატება, ეს არის სრულიად საქართველოს წარმატება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ლორიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„პირადად მე, ამ ოცნებისთვის ამდენი წელი ვიბრძვი, რისთვისაც მოვედი ეროვნულ ნაკრებში. სტადიონზე, როდესაც ხალხი მინდორზე გადმოვიდა. კიდევ ვერ ვაზროვნებდი, ბოლომდე ვერ გავაცნობიერე ეს ყველაფერს. ასეთი ბედნიერი ხალხი მე არასდროს მინახავს.

 

ჩვენ მიზანს მივაღწიეთ - ევროპაზე მოვხვდით, დანარჩენი გერმანიაში გამოჩნდება. იქამდე დიდი დროა, შეგვიძლია მშვიდად მოვემზადოთ და ვფიქრობ, რომ ჩვენს სათქმელ იქაც ვიტყვით“, - აღნიშნა გიორგი ლორიამ.

 

26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართვას.

 

 

big_banner
არქივი