logo_geo
ლაშა დვალი: შინაგანად ვგრძნობდი, რომ დავარტყამდი, ბურთს გავიტანდი და ღმერთის წყალობით ასეც მოხდა
- +

29 მარტი. 2024. 21:04

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა დვალმა 26 მარტის ისტორიული გამარჯვებით მიღებული ემოციები „ქრონიკასთან“ გაიხსენა.

 

„თავიდან შოკი მქონდა, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, თუ რამხელა საქმე გაკეთდა. ძალიან მიხაროდა, რომ ადამიანები ასეთი გახარებულები იყვნენ. ვფიქრობ, მთელ ერს ეს ბედნიერება მთელი ცხოვრება გაგვყვება.

 

შინაგანად ვგრძნობდი, რომ დავარტყამდი, ბურთს გავიტანდი და ღმერთის წყალობით ასეც მოხდა. ბედნიერი ვარ, რომ თამაში, საბოლოო ჯამში, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ფეხბურთელების ბრძოლამ, გულშემატკივრების მიერ მთელი ენერგიის, ემოციების ჩადებამ, ისტორიული შედეგი გამოიღო. ამის ნაწილი რომ ვარ, ამით ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა დვალმა.

 

26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართვას.

 

 

big_banner
არქივი