logo_geo
ზურაბ ზურაბიანმა ანტალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- +

2 აპრილი. 2024. 01:27

 

 

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრან პრიზე ზურაბ ზურაბიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ალჟირელ მოწინააღმდეგეს სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

 

ჩვენი პარაძიუდოს ნაკრები განაგრძობს ანტალიის გრან პრიზე გამოსვლას. ხვალ, 2 აპრილს შეჯიბრებაზე ზვიად გოგოჭური და ლაშა ყიზილაშვილი იასპარეზებენ.

 

 

big_banner
არქივი