logo_geo
ქეთი მელუა: ამ კონცერტს ისტორიულს ვეძახი უკვე
- +

22 ივლისი. 2017. 15:10



მომღერალი ქეთი მელუა შეკვეთილში გამგზავრებამდე, სადაც იგი კონცერტს გამართავს, ბათუმში ჟურნალისტებს შეხვდა:


მე ამ კონცერტს ისტორიულს ვეძახი უკვე. ძალიან მიხარია ბათუმში დაბრუნება. ყოველ ზაფხულს აქ ვიყავი, დილით და საღამოთი ზღვაზე. აჭარულ ხაჭაპურზე ვგიჟდებოდი. არ მჯერა, ათი წლის წინ ვიყავი ბათუმში კონცერტზე და ისევ ვარ ჩემს ქალაქში. გუშინ რომ ჩამოვედი, ერთი ახლობელი მეუბნებოდა, ეს სცენა არის ძალიან ლამაზი, ძალიან საოცარი, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. ძალიან მიხარია, რომ მალე ვნახავ. დღეს იქ მექნება რეპეტიცია", - აცხადებს ქეთი მელუა.


მისი თქმით, ქართულ სიმღერებთან დაკავშირებით, ექნება სიურპრიზებიც.


ქეთი მელუა „Black Sea Arena"-ზე 21 სიმღერას შეასრულებს. შესრულდება ახალი სიმღერებიც და ყველასთვის ნაცნობი ჰიტებიც. ერთ კომპოზიციას ქეთი მელუა გორის ქალთა კაპელასთან ერთად შეასრულებს.


ქეთი მელუა საქართველოში თავის ბენდთან ერთად ჩამოვიდა. კონცერტი ხვალ, 23 ივლისს გაიმართება.





 

big_banner
არქივი