logo_geo
ოსკარზე საქართველოდან წარსადგენი ფილმი 30 აგვისტოს გამოვლინდება
- +

29 აგვისტო. 2017. 19:13


„ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევი კონკურსის შედეგები ხვალ, 15:30 სთ-ზე გახდება ცნობილი. სპეციალური კომისია, ოთხი ფილმის ნახვის შემდეგ, დახურული კენჭისყრის შედეგად შეარჩევს „ოსკარის" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ქართულ ნამუშევარს.


„ოსკარის" ნომინაციისთვის განაცხადი ეროვნულ კინოცენტრში, ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, ოთხმა ფილმმა შეიტანა:


1. „ჩემი ბედნიერი ოჯახი"- (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)


2. „მძევლები" (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი)


3. „საშიში დედა" (რეჟისორი: ანა ურუშაძე)


4. „ლუკა"-(რეჟისორი:გიორგი ბარაბაძე)


"ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც კინოსექტორის ავტორიტეტული წევრებით არის დაკომპლექტებული. კომისია 9 წევრისგან შედგება:


1. კახა კანდელაკი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე


2. ლანა ღოღობერიძე - რეჟისორი


3. კოტე ჯანდიერი - სცენარისტი


4. ოთარ შამათავა - რეჟისორი-პროდიუსერი


5. ია სუხიტაშვილი - მსახიობი


6. არჩილ ახვლედიანი - ოპერატორი


7. გიორგი ოვაშვილი - რეჟისორი


8. ქეთი ტრაპაიძე - კინომცოდნე


9. ზურაბ მაღალაშვილი - კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი


ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის კინოთეატრში გაიმართება.


 

big_banner
არქივი