logo_geo
კულტურის სამინისტროში შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა
- +

30 აგვისტო. 2017. 14:15



30 აგვისტოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ასევე საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები. მხარეებმა ისაუბრეს ფესტივალის მნიშვნელობაზე, მონაწილე ქვეყნებსა და ფოლკლორულ ჯგუფებზე, ასევე, გალა კონცერტის დეტალებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.


შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „Check in Georgia"-ს ფარგლებში აჭარასა და გურიაში გაიმართება.


ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და კონცერტები 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს, ბათუმსა და ურეკში ჩატარდება, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „Black Sea Arena"-ზე დასრულდება.


ფესტივალი 7 ქვეყანას მასპინძლობს. მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი