გერმანიის ქალაქ აუგსბურგის 54 ათასი მცხოვრებლის ევაკუაცია მიმდინარეობს. ქალაქის ევაკუაციის მიზეზი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბრიტანული ბომბის აღმოჩენა გახდა.
პოლიციისთვის უცნობია, რა დრო დასჭირდება ბომბის გაუვნებელყოფას.
არსებული ინფორმაციით, 1,8-ტონიანი ბომბი ქალაქში 1944 წელს ჩამოვარდა. გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბომბებს, თითქმის ყოველ წელს პოულობენ და მათ გაუვნებელყოფას ახდენენ.
ეს ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე მასშტაბური ევაკუაციაა.