აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გაერო არ ახდენს თავისი პოტენციალის რეალიზებას, არ ჭრის მსოფლიოში პრობლემებს და პირიქით, ამ პრობლემებს ქმნის.
„გაერო-ს გრანდიოზული პოტენციალი აქვს, მაგრამ ამ პოტენციალს არ ამართლებს. გინახავთ, რომ გაერო პრობლემებს წყვეტდეს? არა. პირიქით, ისინი პრობლემებს ქმნიან", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა აშშ-მა გაერო, ტრამპმა უპასუხა:
„თუ გაერო თავის პოტენციალს გაამართლებს, კარგია, მაგრამ თუ ვერ გაამართლებს, გაერო-ში ყოფნა დროისა და ფულის ფლანგვა იქნება".