ბრაზილიურმა „შაპეკოენსე" ნოემბერში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პირველი მატჩი გამართა. ვაგნერ მანსინის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „პალმეირასს" დაუპირისპირდა. თამაშმა, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ინტერესი გამოიწვია - გულშემატკივრებმა ტრიბუნები ბოლომდე შეავსეს.
მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში „პალმეირასმა" გახსნა, თუმცა მე-14 წუთზე დუგლას გრონიმ წონასწორობა აღადგინა. აღსანიშნავია, რომ ტრაგედიის შემდეგ, ეს „შაპეკოენსეს" ფეხბურთელების მიერ გატანილი პირველი გოლია.