ლევან გელბახიანი ფრანგულმა გამოცემამ კანის ფესტივალის აღმოჩენად დაასახელა. სიაში, სადაც 12 პირია, ქართულ-შვედური ფილმის „And Then We Danced“ მთავარი როლის შემსრულებელი საპატიო ადგილს იკავებს.
„And Then We Danced“ - ქართული გეი დრამის ტრეილერს Indiewire აქვეყნებს.
ფრანგული გამოცემა ლევან გელბახიანზე წერს, რომ ის ნიჭიერი მსახიობია, ფილმი კი გვაჩვენებს მოცეკვავის თავგადასავალს და ქართულ გეი-რომანს.
ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „And Then We Danced“-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა.