logo_geo
ბრუნო მარსის ანშლაგი და ბედნიერი ახალგაზრდებით სავსე სტადიონი!
- +

2 ოქტომბერი. 2023. 01:40

 

 

პოპულარული ვარსკვლავი, ბრუნო მარსი ქართველი მსმენელის წინაშე ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე წარსდგა.

 

კონცერტი Starring Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა.

 

თბილისში გამართულ მორიგ გრანდიოზულ კონცერტზე მაყურებელთა სრული ანშლაგი იყო და ვთქვათ პირდაპირ - ბრუნო მარსის კონცერტი ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა მათ შორის, რაც აქამდე ჩატარებულა.

 

ბრუნო მარსი 15 გრემის ჯილდოს მფლობელია, ასევე 4 „Brit Awards-ის“, 4 „გინესის“ რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის...

 

ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.

 

ფეიერვერკები, საოცარი აპარატურა და მუსიკოსის  მიერ დამუხტული სტადიონი - ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რაც დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო-არენაზე" ხდებოდა...

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი