მოცეკვავე თეა დარჩია გადაცემა „ფარულ კონვერტში“ პირადზე საუბრობს დ ა იხსენებს, რომ როდესაც პარიზიდან წითელ პარასკევს დაბრუნდა საქართველოში, პატარა შვილმა მას კითხვა დაუსვა ღმერთის სწამდა თუ არა.
„წითელ პარასკევს ჩამოვედი პარიზიდან, მოვიდუღე ყავა, წამოვწექი ტახტზე მეთქი დავისვენებ-თქო ოჯახი მიდიოდა ტაძარში და ამ დროს პატარა მირიანი მეუბნება, რომ დედა შენ ღმერთის არ გწამსო. ღმერთი არ გიყვარსო. საიდან მოიტანე-თქო. და აბა რატომ არ მოდიხარო მეუბნება და 3 წუთში ავდექი ზუსტად და ვიყავი ტაძარში და პირველად ჩემს ცხოვრებაში ვთქვი აღსარება, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ის, რომ მამაომ მითხრა, დღეიდან სუფთა ფურცლით იწყებ ცხოვრებასო“, - აცხადებს თეა დარჩია.