logo_geo
რეზო ჩხიკვიშვილის მთავარი როლი
- +

2 მაისი. 2020. 18:32

 

 

 

მსახიობმა რეზო ჩხიკვიშვილმა არაერთი როლი ითამაშა, თუმცა მის კარიერაში მაყურებლისთვის უმნიშვნელოვანესი მაინც კოკას როლია სპექტაკლიდან “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”. სპექტაკლი ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით მიშა ბუკიამ დადგა.

 

 

წარმოდგენა მაყურებელმა ზეპირად იცოდა, ყველაზე მეტად კი მაინც კოკას მონოლოგი უყვარდა:

 

 

“ბებიაჩემი ისე წავიდა, ეგონა ნათელი ბიჭი დამტოვა. ცოდვიანი დავიბადე ამ ქვეყანაზე. ჩემს სიცოცხლეს, დედაჩემის სიკვდილი დასჭირდა. თვითონ კი ჩემს შვილს განაჩენი გამოვუტანე და საყვარელ გოგონას სული დავუსახიჩრე.

 

 

როდის ხდება ეს? როდის? ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავში ღორს რომ აღმოაჩენ? როდის ვხდებით პირუტყვები? როდის? მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ, ბოლოს ყველაზე ყალბს, ყველაზე უხეშს, ყველაზე მახინჯს ამოვირჩევთ და ისე გეწებება ეს ოხერი, რომ კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან. მაგრამ ვაი, რომ აღარ შეგწევს ამისი ძალა და ღონე.

 

 

რატომ? რისთვის? ადამიანს ხომ სინაზის, სიყვარულის უდიდესი მარაგი აქვს დაგუბებული მკერდში. აი, სად მოვახერხეთ ამისი ჩატკეპნა, რომელ სარდაფებში გამოვამწყვდიეთ…”

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი