აჭარის ტელეევიზიის ეთერში ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ შეკითხვებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პასუხობდა.
ჟურნალისტის კითხვას, შეესაბამებოდა სიმართლეს თუ არა სილამაზის სალონებში სტილისტის 2-მეტრიანი დისტანციით მუშაობას, პაატა იმნაძემ ასე უპასუხა:
„წარმოგიდგენიათ თქვენ 2 მეტრის მანძილიდან რომ თმები შეგჭრათ დაგრძელებული მაკრატლით?!“
მისივე განმარტებით, რეგულაციების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის გამოქვეყნებული ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაცნობა.