ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ექს-პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის - ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნის შვილი აღმოჩნდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ბათალ ფილია ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილია.
1992 წელს დაბადებული ბათალ ფილია 2019 წელს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის იყო დაკავებული, ასევე მას ნარკოდანაშაულსაც ედავებოდნენ.
მისი დაკავება მიმდინარე წლის თებერვალში, იარაღის გამო მოხდა, თუმცა, ის ყველა ჯერზე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.