იაპონიაში კუნძულ კიუსიუზე ვულკანი ასო ამოიფრქვა, - ინფორმაციას Reuters იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვულკანური ფერფლი ჰაერში 3 500 მეტრ სიმაღლეზე აიჭრა.
მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ვულკანის ამოფრქვევის გამო განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა. ხელისუფლებამ კი მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მთას არ მიუახლოვდნენ.