ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან ონლაინ სესხების აკრძალვის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:
„არანაირი კომბალი, არანაირი სადგისი. აკრძალა და მორჩა! ჯიგარი ხარ!" - წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მზადდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება.
„ეროვნულ ბანკთან ერთად ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც, ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება. ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოაგდოების მხრიდან. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის", - განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.