საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„და აი, მაგარი ამბავი!!!
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, იგეგმება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურება", - წერს ნინო კობახიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება. აქვე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იგეგმება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურება.