თუკი დღეს ამ სასმლით დაიწყებთ, ის ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებს და ორგანიზმის უფრო ეფექტურად გაწმენდას ხელს შეუწყობს. მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
კიტრი - 1 ცალი
ჯანჯაფილი - 1 ცალი
ლიმონი - 1 ცალი
პიტნა გემოვნებით
ყინული - 5-6 კუბი
მომზადება:
ნახევარი ლიმონი გაწურეთ და შეურიეთ 1 ჭიქა წყალს. დაამატეთ გახეხილი ჯანჯაფილი და მოათავსეთ ბლენდერში სხვა ინგრედიენტებთან ერთად. მიირთვით დღის განმავლობაში.