საქართველოს კლინიკებში ვირუსებზე მიმართვიანობა წინა დღეებთან შედარებით შემცირებულია. იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმების ინფორმაციით, არ ფიქსირდება გართულების შემთხვევები, პაციენტების უმეტესობას კი B ტიპის ვირუსი აღენიშნება.
თუმცა, მედიკოსები თებერვალში ვირუსების გავრცელების მეორე ტალღას ელოდებიან.
შეგახსენებთ რომ, 23 იანვარს ზუგდიდში გოგო B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა.