logo_geo
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 ათასს გადააჭარბა
- +

3 აპრილი. 2020. 12:45

 

 

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 601 შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4149-ს მიაღწია.

 

ინფიცირებულებიდან 281 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

 

მოსკოვში ახალინფიცირებულების თითქმის ნახევარი 45 წელზე ნაკლები ასაკისაა. სულ, ამ დროისთვის რუსეთის დედაქალაქში ინფიცირების 2923 შემთხვევა იქნა დადასტურებული. 

 

big_banner
არქივი