ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 601 შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4149-ს მიაღწია.
ინფიცირებულებიდან 281 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.
მოსკოვში ახალინფიცირებულების თითქმის ნახევარი 45 წელზე ნაკლები ასაკისაა. სულ, ამ დროისთვის რუსეთის დედაქალაქში ინფიცირების 2923 შემთხვევა იქნა დადასტურებული.