ლევან რატიანი სპეციალობით ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგია, მედიცინის აკადემიური დოქტორი, სრული პროფესორი. თავის დროზე სხვადასხვა დროს მუშაობდა ჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად, შემდეგ ექიმ-რეანიმატოლოგად, შემდეგ კი ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად სხვადასხვა კლინიკაში, კითხულობდა ლექციებს უმაღლეს სასწავლებლებში. დღეს იგი თსსუ-ის პირველი საუნივესისტეტო კლინიკის გენერალური დირექტორია. მან ძალიან ბევრჯერ აღნიშნა რომ პაციენტების მდგომარეობას ძალიან განიცდის ხოლმე, ხშირად ესიზმრება კიდეც, უმძიმესია მისთვის პაციენტის გარდაცვალება.
ჰყავს ულამაზესი მეუღლე – ასევე წარმატებული ექიმი გვანცა ჯანიგაშვილი, რომელიც დღესდღეობით ნიუ ჰოსპიტალში მუშაობს. მეუღლე ლევანს ყოველთვის გვერდში უდგას და ერთად უმკლავდებიან ნებისმიერ ცხოვრებისეულ პრობლემებს. ასევე მათ ჰყავთ ორი შვილი, ბიჭები.