მოქალაქე ირაკლი ორაგველიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ჯგუფში – „თბილისური ფოლორცი“ – საბურთალოს ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც 70-იან წლებშია გადაღებული.
„ჩემი აზრით, ამ რაიონის განვითარება აქვე უნდა დასრულებულიყო, ცარიელი სივრცეები კი პარკების და სკვერების განვითარებას უნდა მოხმარებოდა.
სამწუხაროდ, სიხარბემ სძლია რაციონალიზმს, მივიღეთ ბეტონის სავსე, ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი რაიონი“, – აღნიშნავს ირაკლი ორაგველიძე.