ხაშურის ცენტრში ავარიაში ორი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. შემთხვევეის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მულის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გუსლისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.