ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 584 637 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 415 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 148 128 030 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 124 905 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.