თითქმის ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, თელავში დაკარგული ბიჭი, 22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მისი ცხედარი ქალაქგარეთ, ტყეში აღმოაჩინეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნიკოლოზ რაზიკაშვილი 3 მაისის საღამოს გაუჩინარდა.