„საქართველო მკაცრად გმობს ძალადობასა და ისრაელის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დაძაბულობის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს სამოქალაქო მოსახლეობას შორის შემდგომი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად“, - დაწერა Twitter-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.