რუსთავის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ ეკლესიასთან, შუახნის კაცი მგელმა დაკბინა. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას INFORUSTAVI ავრცელებს.
როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განაცხადა, კაცი, დაახლოებით, 2-3 დღის დაკბენილი იყო.
„2-3 დღის დაკბენილი იყო. იოდი წავუსვით და შეხვევა არ დასჭირვებია. ნაჩხაპნი ჰქონდა თათებით. ვერ გეტყვით, რატომ არ მოგვმართა მანამდე“, - განაცხადა ირაკლი ჯანგულაშვილმა.