Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 741 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 945 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 920 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 342 720, გარდაიცვალა 5 114 პაციენტი.