ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რა თქმა უნდა, გილოცავთ - საქართველოში ახალი, მე-9-ე მოწვევის პარლამენტი რომ შედგა, ერო და ბერო!
მაგრამ, როგორი უსუსურია თითოეული „ნაცი", რომელიც დღეს, საზეიმო გახსნაზე, აპოკალიპტურ სურათს ხატავდა - სინამდვილეში კი, მიშას წინაშე იპრავებდა პარლამენტში შემოცუნცულებას.
ნაცების დღის მესიჯი:
- „მიშა - ნახე რა დღეში ჩავაგდეთ საქართველო, ხომ ღირდა ჩვენი შესვლა პარლამენტში - მამა მარჩენალოვო"...
ბოლოს დავით ბაქრაზე გამოვიდა და პირდაპირ მიშას ელაპარაკებოდა
- აი დღეს დასრულდა ყველა პოლემიკა შესვლა არ შესვლაზეო - მიშიკოვო....
და ესენი, რომ ფარულ მმართველობაზე ან ვინმეს მსახურებაზე ხმას ამოიღებენ.
მონურ სულში რა უნდა თავისუფლებას?
პ.ს. ჩემო პატივცემულო მედიავ - საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ დღეს ოპოზიციური მედია მხოლოდ „რუსთავი 2 -იაო".... და აბა თქვენ ვინ ხართ? სამთავრობოები ხართ? არ გაგიჩნდათ პროტესთი? სერგის ვერ უპასუხებთ ხო? ვერ ათქმევინებთ რომ „რუსთავი 2" - „ნაცების" პარტიული ტელევიზიაა, და არა თავისუფალი ან დამოუკიდებელი. კოლეგებზე ვერ იტყვით ხომ ვერაფერს?
ამიტომ ჩემო სამთავრობოებო - ჩამწკრივდით და თქვენი „ლიბერალური" ხმა არ გამაგონოთ.
მეტი მაღალი ტრიბუნა არ არსებობს - და რავი? აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო? რატომ დუმხართ?
რატომ უნდა გიძახონ ნაცებმა სამთავრობოები - თუ არ ხართ?"