ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში გიორგი გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
„ყველაზე ძალიან გამიხარდა, გიორგი გვიჩიანის საქმის გადახედვა რომ მოინდომა პროკურატურამ. გიორგი გვიჩიანი წლებია უდანაშაულოდ იხდის სასჯელს ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის! ძალიან გახარებული ვარ, მადლობა პროკურატურას, მჯერა, სამართალი მალე იზეიმებს და გიორგი გვიჩიანი ოჯახს დაუბრუნდება გამართლებული!" - წერს ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.