დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოსახლეობას დედის დღეს ულოცავს და დედაზე სოციალურ ქსელში წერს:
„დედა – ჯადოსნური სიტყვა, რომელიც ასაკის, სქესის, მრწამსის, სოციალური თუ ნებისმიერი სხვა მდგომარეობის მიუხედავად, უპირობოდ გვავსებს სითბოთი, სიკეთით და სიყვარულით. ყველაზე ნათელ დღეს – დედის დღეს გილოცავთ“,- წერს კახა კალაძე.