logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის რეაბილიტირებული სკვერი და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
- +

15 ივლისი. 2023. 20:03

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ირაკლი ქარსელაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლერი ბარნაბიშვილთან ერთად ამბროლაურში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის რეაბილიტირებული სკვერი და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ამბროლაურში სრულად განახლდა ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის პარკი და დათუნიკასხირტლაძის სახელობის სკვერი.

„შენობებზე გამოიცვალა ვიტრაჟები, ფასადები განახლდა ენერგოეფექტური მასალებით, სკვერებში განახლდა საფეხმავლო ზოლი, დაიგო ქვაფენილი, დაემატა მწვანე ნარგავები, დამონტაჟდა სკამები და მოეწყო ერთი ღია ტიპის სცენა.

ამბროლაურში, პროგრამით გათვალისწიენბულ სამუშაოებს, ჯამში, 4, 088,919,75 ლარი მოხმარდა.

მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები

,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო რეკრეაციული ზონა, სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი სივრცეები, ველობილიკი, საფეხმავლო ხიდი; დაიდგა მხარის სახელწოდების აღმნიშვნელი ორენოვანი კონსტრუქცია; დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, სკამები და სხვა საბაღე ინვენტარი; დაიგო დეკორატიული ფილები, აგრეთვე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

big_banner
არქივი