logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ!
- +

14 სექტემბერი. 2023. 11:00

 

 

დღეს ზოგს ევროპაში უნდა.

ზოგს - საბჭოთა კავშირში.

ზოგს ამერიკისკენ გაურბის თვალი.

მახსოვს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ზოგს(!) წითელი ხიდისკენ წაუცდა ფეხი.

ასეა.

ადრე თუ გვიან, ოცნებები ხდება.

ჩემი ძმაკაცის ახლობელს უკრაინის ფრონტზე უნდოდა წასვლა.

წავიდა კიდეც და მადლობა ღმერთს, ცოცხალი და საღ-სალამათი დაბრუნდა.

მართალია, დასტრესილი და ფსიქოლოგიურად განადგურებული, მაგრამ მაინც ცოცხალი დაუბრუნდა ოჯახსა და პატარა შვილებს.

 

***

სალომეს გერმანიაში უნდოდა წასვლა და კონსტიტუციაც ფეხზე დაიკიდა, ისე წავიდა.

ოცნებად ჰქონდა, სულელური ნაბიჯი გადაედგა და გადადგა კიდეც.

არაფერს არ შეუშლია მისთვის ხელი.

წითლიძისა და სამადაშვილის მადლმა, სულელური ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდებოდა.

 

***

აკი, სააკაშვილსაც უნდოდა საქართველოში შემოსვლა და მასხრად ქცევა.

მოახტა არაჟნებიან სატვირთოს და აიხდინა ოცნება.

მერე რა, რომ სულელია.

უნდოდა მასხრად ქცევა და იქცა კიდეც...

 

***

გვარამიასაც უნდოდა, განსხვავებული ყოფილიყო და არის კიდეც.

თან ისეთი, რომ...

მტრისას...

უნდოდა და უკანასკნელი სიტყვებით ამკობდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს.

ალბათ, პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც უნდოდა და შეიფერა მის მიერ ნათქვამი ყველა უწმაწურობა და რაც გვარამიას უნდოდა, აუხდინა.

შეიწყალა.

 

***

ჰო, ზურაბიშვილისაგან ასევე შეწყალებულ და წყალწაღებულ და თავის დროზე თაღლითობისთვის გასამართლებულ უგულავასაც უნდოდა, არაფრისმაქნის პოლიტიკოსად ქცეულიყო და თვალების მისეულ დაბრიალებას თუ არ ჩავთვლით, იქცა კიდეც არაფრისმაქნის მასხარად.

 

***

ბოკერიასაც უნდოდა, ჩერგოს ბიჭად ქცეულიყო და...

პარტია, ფაქტიურად, დაშლილებში ჩააბარეს და კი არიან ახლაც ტკბილად.

თან ისე, რომ ყველასგან დაცინვის ობიექტად ქცეული სააკაშვილიც კი დასცინის.

 

***

გივი თარგამაძეს, ალბათ უნდოდა, მაგრამ რა - არ ვიცით.

არც თვითონ იცის, მაგრამ მთავარია, გადარჩა მისი მანქანის აფეთქებისას და რაც უნდოდა, დაიჯერა.

დაიჯერა, რომ სააკაშვილია მისთვის ერთადერთი მხსნელი და გადამრჩენელი.

მერე რა, რომ ბოროტი ენები სწორედ სააკაშვილის სახელს უკავშირებდნენ მისი მანქანის აფეთქებას.

დაიჯერა, თორემ... რავი, სიმართლეა?!...

 

***

მერაბიშვილსაც უნდოდა, გამიჯვნოდა სააკაშვილს და უბრალოდ, კეზერაშვილი შერჩა ხელთ...

ჰო, მერაბიშვილზე გამახსენდა...

იმ „ბედნიერ“ წლებში უნდოდა მერაბიშვილს და საკუთარი ცოლის დაბადების დღე საკმაოდ პომპეზურად გადაიხადა კიდეც.

რაც სახელმწიფოს ბიუჯეტს(!) 19600 ლარი დაუჯდა.

მოქმედი პრემიერის მეუღლეზე რომ საუბრობენ და ყოფილი პრემიერის ცოლი ავიწყდებათ, მიყვარს ისეთი ხალხი...

 

***

ახლა, მერაბიშვილის ცოლზე უგულავას ცოლიც გამახსენდა.

დიახ, უგულავასაც უნდოდა ასევე საკუთარი ცოლისთვის  პლასტიკური ოპერაციის გაკეთება სახელმწიფოს ხარჯზე და როგორც გახსოვთ, ძვირფასო მკითხველო, შეუშალა რამემ ხელი?

მართალს ბრძანებთ!

- არც არაფერმა...

ეჰ, სად იყო მაშინ ჭუტავიზია?!

ან შაბათის რვასაათიანი „უჟასები“ „მძაფრსიუჟეტიანი“ მუსიკის თანხლებით?!

ყოფილი პრემიერის ცოლის მსგავსად, ყოფილი მერის ცოლის ისტორიებიც დავიწყებას მისცეს, თითქოს ხალხსაც ბნედა დაემართა და ყველაფერი დაავიწყდა...

 

***

ოცნებების ახდენაზე ვსაუბრობთ და არ დაგავიწყდეთ - ხაბეიშვილსაც უნდოდა ნაცმოს ლიდერობა და აუხდა კიდეც.

უბრალოდ, ბონუსად - მასაც კეზერაშვილის ხელისბიჭობა შერჩა მხოლოდ და მხოლოდ.

 

***

 „ლიაკას“, იგივე ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი დამამხობლის, გოგი ხოშტარიას ასულს  და იაგო ხვიჩიასაც უნდოდათ პოლიტიკაში ყოფნა მხოლოდ ყოფნისთვის და კი არიან.

არიან რა, იგულისხმებიან...

 

***

გირჩელ ზურაბასაც და მის თანამეინახეებსაც უნდოდათ უკანალის ჩვენება ოკუპანტებისთვის და აჩვენეს კიდეც.

მერე რა, რომ შარვლის აწევა დაავიწყდათ.

მთავარია, რაც უნდოდათ, აიხდინეს.

 

***

შალვასაც უნდოდა, გუგავა მისულიყო ყველგან და ფაქტიურად, მიდის კიდეც.

„ფაქტიურადაა“ სწორი ფორმა ამ შემთხვევაში თუ „ფიქტიურად“, არა აქვს მნიშვნელობა.

მთავარია, გუგავა მოვა...

 

***

ქართველ ხალხს რომ აგინებდა, აი, იმ ბინძური ჩანაწერების გამოქვეყნების მერე, მალევე, თემურ ალასანიასაც უნდოდა, გამწარებული ხალხისგან კუთვნილ ალიყურს გადარჩენილიყო და ისე გაქრა ქვეყნიდან, როგორც თუთაშხია გრაფი სეგედის თვალთახედვიდან თავის დროზე...

 

***

დავით ბაქრაძესაც უნდოდა, ერთპროცენტიანი პარტიის თვრამეტპროცენტიანი ლიდერი ყოფილიყო „ენდიაის“ კვლევებით და იყო კიდეც.

უბრალოდ, ამ ჩვენს თვრამეტიანს ბოლომდე არ გაუმართლა და ჩერგოს გიგას პარტიაშიც აღარ დაედგომებოდა და სად არის ახლა, მისი თავმჯდომარეობის დროინდელი პარლამენტის თვრამეტმა პროცენტმაც არ იცის...

 

***

კობა ნაყოფიასაც უნდოდა რუსეთის მოქალაქეობა და არც 2008 წლის ომს შეუშლია მისთვის ამაში ხელი და არც რუსეთის ოკუპანტობას.

 

***

გრიშა ვაშაძესაც უნდოდა ქართველი პოლიციელისთვის თავში ხელის ჩარტყმა და ჩაარტყა კიდეც.

პასუხიც არ მოუთხოვია არავის და კი არის დღესაც ისევ „რუსული კულტურის ნაწილი“", როგორც 2008 წლის ომის შემდეგ ტრაბახობდა.

 

***

რამდენიმე „გირჩელსაც“ მოუნდა გაღადავება  და ირაკლი ღარიბაშვილის მამას - „გვიშვილეო“, - ანი წითლიძის პომადით გაზავებული ცრემლებით მოხატული ტრანსპარანტები გაუშალეს და კი გასცა სულიკო კედელაშვილმა თავისებური პასუხი - ჯერ დედები „გაიმეტეთ“ და მერეო...

 

***

ჰო, ბორელსაც უნდოდა.

უნდოდა რა.

ეგონა, რომ უნდოდა, მაგრამ პრემიერის მკვეთრმა და პირში მიხლილმა სიმართლემ მონდომება გაუქრო.

მონდომება იმისა, რომ პროფესორად წარმოეჩინა თავი და საქართველო დასჯილი სტუდენტივით „მოისმინა“-თი გაეშვა ლექციიდან.

პირიქით კი გამოვიდა.

ღარიბაშვილის მიერ ნათქვამ სიმართლეს მხოლოდ სახეზე მიყინული ღიმილით შეხვდა!

აი, ღარიბაშვილმა კი ზუსტად ის და იმ ფორმით უთხრა მისტერ ბორელს, როგორც მის უდიდებულესობას ქართველ ხალხს უნდოდა!

 

***

ჰო, მართლა...

სააკაშვილსაც უნდოდა, არავის გაეგო და საიდუმლო ხელშეკრულება გააფორმა თავისივე ჯიბის თავდაცვის სამინისტროსთან და ზედმეტად შინაურებისთვის და საყვარლების ვოიაჟებისთვის 14 მილიონი ჰქონდა გამოყოფილი. თან ისე, როგორც მერაბიშვილს ჰქონდა ენა გამოყოფილი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე.

მაგრამ „არა არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს“...

 

***

ე.წ. კვესიტაძესაც უნდოდა, პრემიერის შვილის გაკილვით და წითელი ხაზების გადაკვეთით გვარამიას დამსგავსებოდა, მაგრამ IQ-მ უღალატა და მხოლოდ უტიაშვილის უტრირებულ ნახევრად დარჩა.

 

***

ისევე, როგორც გაბუნიას მოუნდა ცოდვების მონანიება და პირდაპირ ეთერში აღიარა, აღარ ვართ კეზერაშვილის ფულს დახამებული და ანგაჟირებული ხელის ბიჭები და ახლა თავისუფლებით ტკბობას  ვიწყებთო...

დაავიწყდა, რომ „თავისუფლება ლომთა ხვედრია“ და არა მედროვე ეგრეთწოდებულებისა...

 

***

მოკლედ, ძალიან ბევრს უნდოდა და რაც უნდოდა, მიიღო კიდეც.

 

***

კი, ნამდვილად კიდევ ძალიან ბევრს აუხდინა  ოცნება „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ვინაა დამნახავი?..

 

***

ოცნებების ახდენის ჟამი აქვს ყველას და დიახ, დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ნამდვილად ყველას აქვს შანსი, ოცნებები აიხდინოს.

 

*

ისევე, როგორც იმპიჩმენტისთვის დამსახურებულად „გამეტებულმა“ სალომე ზურაბიშვილმა.

თორემ, რომ არ ნდომოდა პრეზიდენტს იმპიჩმენტი, ივლიდა კაფე-კაფე და შეჭამდა ლობიოს.

რა, გაუჭირდებოდა თუ არ ყოფილა მსგავსი?

 

***

ჰო, ერთიცაა: ოცნებაახდენილ სხვა ჟუუუუუუურრრრრრნალისტებზე დღეს შეგნებულად ბევრს არაფერს ვიტყვი.

მათ, უბრალოდ, რაც უნდოდათ, მიიღეს.

რეიტინგებს ვგულისხმობ და აქვე, მეტი სიცხადისთვის დავამატებ, რომ მათთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რეიტინგი მინუსებით განისაზღვრება თუ პლიუსებით.

 

***

არადა, მეცინება.

რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ძვირფასო მკითხველო, ხომ არის ოცნებების ახდენის უტყუარი და ნათელი მაგალითი?!

ჰოდა, მოდგებიან მერე ეს ოცნებაახდენილები და ისევ ივანიშვილს ლანძღავენ.

უმადურობა მეტი კი არაფერია?!...

 

P.S.

ერთადერთ ოცნებას ვერ აიხდენენ ეს ნაძირლები და ვერ ხვდებიან კიდევ, რომ ქართული მულტფილმისა არ იყოს, არავინ აღარ გადმოდგება აივანზე და აღარასდროს შესძახებს ხალხს - „გუშინ რომ იყვნენ, ისევ ისინი მოდიანო...“

***

ასეა, ბატონებო!

2024 წლის არჩევნებიც ჩაივლის და 2028-საც, მაგრამ თქვენი უზნეობის შემხედვარე, თამამად გეტყვით: რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ!

 

 

big_banner
არქივი